Tuesday, April 19, 2011

https://docs.google.com/a/iliauni.edu.ge/document/d/1NOKQWoFZXQrg_usstL2wXdifXLLE_KEbIjE7cZrwev8/edit?hl=ru#
https://docs.google.com/a/iliauni.edu.ge/document/d/1sfcDAR8zMEpleFwo7sNU9wKs22ijiyqhHQbqlIgVid0/edit?hl=ru#

ალექსანდრე მაკედონელი

       დგევანდელი ჩემი პრეზენტაცის თემა ეხება ალექსანდრე მაკოდენელს.                                                      ალექსანდრე მაკედონიის სამეფოს დედაქლაქში – პელაში დაიბადა, ჩ.წ.–მდე 356 წლის ივლისში, იმ დღეს, როცა არტემიდას ცნობილი ტაძარი დაიწვა ეფესოში.
მამა – ფილიპ II მაკედონელი, ადამიანი, რომელმაც გააერთიანა მაკედონია, შექმნა ძლიერი ჯარი, დაიპყრო საბერძნეთი და მოიპოვა დიდი სიმდიდრე და ძალაუფლება(პლუტარქეს მიხედვით, ჰერკულესის შთამომავალი)
დედა – ოლიმპიას, ეპირის მეფის, ნეოპტოლემუსის ქალიშვილი. (პლუტარქეს მიხედვით, აქილევსის შთამომავალი)
ბავშობის მომენტები: გადმოცემით ალექსანდრე უშიშარი ყმაწვილი იყო; 12 წლის ასაკში მოათვინიერა ბუციფალი, ველური ცხენი, რომელსაც სხვა ვერავინ ეკარებოდა. ამასთან დაკავშირებით მამამისმა ფილიპემ უთხრა, “ოჰ, შვილო ჩემო, მოძებნე შენი ღირსი სამეფო, რადგან მაკედონია ძალიან პატარაა შენთვის”
ის იზრდებოდა ისეთი სასახლის კარზე, სადაც დიდი მიღწევები ყოველდღიური ამბავი იყო. ალექსანდრე ძალზედ ამბიციური ახალგაზრდა გახლდათ; მამამისის წარმტებების გამგონე, ის ამბობდა, “მამაჩემი ყველაფერში მაჯობებს, და არაფერს დამიტოვებს დიადს, რომ მივაღწიო.”
ალექსანდრემ ილიადა ზეპირად იცოდა, ჰომეროსზე შეყვარებული იყო. მას ყოველთვის ბალიშქვეშ ჰქონდა ილიადა, როცა ეძინა.
პირველი მასწავლებლები: მისმა პირველმა მასწავლებელმა – ლეონიდასმა მასში შექმნა ასკეტური ბუნება, რომლითაც, მოგვიანებით, ის ცნობილი გახლდა თავისი კამპანიების დროს. ის სპარტანული სულით გაიზარდა – მარტივი, უბრალო ცხოვრება, თავის ჯართან ერთად.
მოგვიანებით, ლეონიდას ჩაენაცვლა ლისიმაკუსი, რომელმაც ალექსანდრეს ქნარზე დაკვრა ასწავლა და ხელოვნება შეაყვარა.
არისტოტელეს მოწაფე: ალექსანდრე 13 წლის ასაკში არისტოტელეს მიაბარეს. მას არისტოტელეს სხვა მოსწავლეებთან ერთად ეძლეოდა განათლება. (სწორედ აქ შეხვდა თავის მომავალ საუკეთეოს მეგობარს, პარტნიორს და ალეტრ–ეგოს – ჰეფასტიონს)
არისტოტელემ ალქესანდრეს ზედმიწევნით ასწავლა რიტორიკა და ლიტერატურა, და მას ინტერესი გაუღვივა მეცნიერების, მედიცინისა, ფილოსოფიის, ფიზიკის,მეტეოროლოგიის, გეოგრაფიის და თეოლოგიის მიმართ, რამაც ალექსანდრესთვის მოგვიანებით უდიდესი პრაკტიკულა მნიშვნელობა შეიძინა.
ასევე, არისტოტელემ თავისი წიგნიდან “პოლიტიკა”, ასწავლა ალექსანდრეს, რომ მონობა იყო ნორმალური მდგომაროება, ინსტიტუტი და რომ არსებობდა ხალხი, რომელიც ბუნებით მონა იყო. და მაგალითისთვის მოჰყავდა ბარბაროსები, რომლებშიც სავარუდოდ სპარსელებს გულსხმობდა.
მიუხედავად მასწავლებელი–მოწაფის კარგი ურთიერთობისა, არისტოტელე და ალექსანდრე მოგვიანებით გაუცხოვდნენ, რადგანაც მათი აზრი უცხოელების სტატუსთან დაკავშირებით განსხვავდებოდა; არისტოტელე მათ ბარბაროსებად მიიჩნევდა, ხოლო ალექსანდრეს მაკედონელების და უცხოელების გაერთიანება სურდა.
თავად სამხედრო და პოლიტიკური განათლებაზე მამამისმა – ფილიპემ იზრუნა.
16 წლის რეგენტი: ჩ.წ.–მდე 340 წელს, ფილიპე II ბიზანტიას გაემგზავრა, რათა აჯანყებები ჩაეხშო, და მამამისის არყოფნაში, სამეფო ტახტის ძალაუფლება ალქსანდრეს გადაეცა.
ასეთი პოზიციის და ძალაუფლების მინიჭება 16 წლის ბიჭისთვის, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებდა; ალექსანდრე ჩამოყალიბებული მმართველი და მებრძოლი გახლდათ.
ფილიპე & ალექსანდრე: მიუხედავად მამამისის ნდობისა, ალექსანდრე ვერ ეწყობოდა ფილიპეს; ხოლო მათ შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც ფილიპემ ახალი ცოლის – კლეოპატრას მოყვანა განიზრახა.
იყო კიდევ ერთი შემთხვევა, რამა გაამწვავა მამა–შვილის ურთიერთობები.
ქორწილში, კლეოპატრას მამამ ფილიპესთან სახალხოდ გამოთქვა იმედი, რომ მათ მალე კანონიერი მემკვიდრეც შეეძინებოდათ. ამან ალექსანდრეს განრისხება გამოიწვია, ატილოსს ღვინით სავსე ჭიქა ესროლა და უყვირა, “არამზადავ, მე შენ ნაბიჭვარი გგონივარ?! ” ამაზე ფილიპე განრისხდა და ალექსანდრესკენ ხმლით გაიწია, თუმცა ღვინოდალეული წაბორძიკდა და დაეცა. ამასთან დაკავშიერებით ალექსანდრემ განაცხადა, “აი, შეხედეთ კაცს, რომელიც სალაშქროდ ემაზდება ევროპა – აზიის გავლით, და წონასწორობა ვერ შეუნარჩუნებია ერთი მაგიდიდან მეორემდე ”
როცა ფილიპე, ალექსანდრეს დედას – ოლიმპიას გაეყარა, ალექსანდრემ მიიღო მამა სასახლეში, თუმცა მისგან იზოლირებული დარჩა სიკვდილამდე.
ალექსანდრე მაკედონიის ტახტზე: ჩ.წ–მდე 336 წლის ზაფხულში, ფილიპეს მკვლელობა მოხდა მისი ქალიშვილის ქორწილის დროს, აეგის თეატრის გზაზე. ფილიპე მისმა ოფიცერმა – პაუსიანუსმა მოკლა (ზოგიერთი წყაროთი ეს შეთქმულება ალექსანდრეს დედამ – ოლიმპიასმა მოაწყო)
20 წლის ალექსანდრე დაუყოვნებლივ ჯარს წარუდგინეს, როგორც მაკედონიის ახალი მეფე. ამ პოზიციაზე ალექსანდრე ერთადერთ კანდიდატი არ ყოფილა. თუმცა, მას შემდეგ , რაც ის ჯარმა აღიარა, ალექსანდრემ ტახტის შემცილეები ნელ–ნელა ჩამოიცილა. თავად გენერალი ატილოსი, კლეოპატრას მამა, მცირე აზიაში გააგზავნა სალაშქროდ, თუმცა მოგვიანებით, თვლიდა რა საფრთხედ, მისი მკვლელობაც მოაწყო.
ვინ იყო ალექსანდრე – ბუნება, PR-ი & რეალობა:
საღვთო წარმომავლობა – გამეფების შემდეგ, ალექსანდრემ თავი უზენაესი ღმერთის – ზევსის შვილად გამოცხადა (მისი საღვთო წარმოშობის შესახებ ისტორიები შეიქმნა), თუმცა როგორც კრიტიკოსები მიიჩნევენ, ეს სულაც არ იყო საჭირო, რადგან ერთი შეხედვაც საკმარისი იყო იმის გასაგებად, რომ ალექსანდრე დიდებისთვის დაიბადა.
მრავაფეროვანი ხასიათი: მიიჩნევენ, რომ ალექსანდრეს ბუნება სავსე იყო წინააღდეგობებით და ექსტრემალური თვისებებით. ის იყო როგორც, მისტიური, ასევე პრაკტიკული; როგორც მეოცნებე, ისე პრაგმატიკოსი. მას შეეძლო უზარმაზარი სტრატეგიების შემუშავება, და ამავე დროს უმცირეს დეტალებსაც აქცევდა ყურადღებას მომარაგებასა და ლოგისტიკაში.
იმიჯი: ის დიდ ყურადღებას უთმობდა თავის იმიჯს, და ამიტომაც რთულია, მის ცხოვრებაში, გავარკვიოთ რა იყო ფაქტი და და რა იყო პროპაგანდა. ჯარისკაცები აღმერთებდნენ მას. ის იყო მიმზიდველი, მამაცი და ინტელიგენტი. ის დაუღალავდა შრომობდა და მის გარშემო მყოფთ ყველას სჯობნიდა.
სირთულეეები: თუმცა ამავდროულად, ამბობენ, რომ ის იყო მეოცნებე და ხასიათებიც სჭირდა. ჰქონდა სიზმრები; დედამისმა ალექსანდრეს უთხრა, რომ ის არ იყო ფილიპეს შვილი, არამედ ზევსის.
შეჯამებისთვის, მოკლედ შეიძლება ითქვას, ის იყო ყველაფერი, როგორიც უნდა ყოფილიყო ლეგენდა.
სამი საჩუქარი: ფილიპემ ალექსანდრეს სამი რამ დაუტოვა: ოქროს მთები, სრულიად საბერძნეთი და დიდებული ჯარი. ამ სამიდან, უკნასკნელმა მთავარი და გადმწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა ალექსანდრესთვის.
მუდამ მზად: ალექსანდრეს თავის ჯარს მუდამ წვრთნიდა და ავარჯიშებდა. ისინი ყოველთვის მზად უნდა ყოფილიყვნენ; სწორედ ჯარის მზადყოფნა, და ალექსანდრეს გენიალური სტრატეგიები წაუძღვა მას დიდი წარმატებებისკენ.წყარო